"ძალიან ფრთხილად იყავით, ნუ გვაპირისპირებთ ერთმანეთს, დესტრუქციას ნუ თესავთ" - აქციაზე მყოფი ნინო კასრაძე - კვირის პალიტრა

"ძალიან ფრთხილად იყავით, ნუ გვაპირისპირებთ ერთმანეთს, დესტრუქციას ნუ თესავთ" - აქციაზე მყოფი ნინო კასრაძე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ა­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გა.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მა, ვინც ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ნუ გვა­პი­რის­პი­რებთ ერ­თმა­ნეთს, ნუ ან­გრევთ სფე­როს, ჩვენ ერთი სფე­რო ვართ. კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში მა­ინც ყვე­ლა ერ­თად დად­გე­ბა, როცა საქ­მე ფუნ­და­მენ­ტურ რა­მეს შე­ე­ხე­ბა, რაც არის ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბა, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იყა­ვით, ერ­თმა­ნეთს ნუ გვა­პი­რის­პი­რებთ, პი­რი­ქით, შეგ­ვი­წყვეთ ხელი, რომ საქ­მე ერ­თად ვა­კე­თოთ. დესტრუქ­ცი­ას ნუ თე­სავთ" - აღ­ნიშ­ნა აქ­ცი­ა­ზე მი­სულ­მა მსა­ხი­ობ­მა, ნინო კას­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე არ დად­გა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოხ­ვდა, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეა.

ambebi.ge