ჭორები შორენა ბეგაშვილთან რომანზე და მეგობრობა ირინა შეიკთან - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი მამუკა ფიფია და რა უნდოდა საქართველოს პარლამენტში?
სკანდალი მოჰყვა რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბიზნესმენის მამუკა ფიფიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. ფოტოები ფიფიამ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, წარწერით: "ეცნობა საქართველოს კონსტიტუციას".
საქართველოს პარლამენტიდან ფოტოების გავრცელების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა ვასილ ჩიგოგიძემ მედიასთან განმარტება გააკეთა. "ფიფიას წლებია ვიცნობ, რაღაცაზე უნდოდა შეხვედრა - ბიზნესზე, 15 წლის წინ ნავთობგადაზიდვებში იყო...“
როგორც ჩიგოგიძე ამბობს, საშვი ბიზნესმენისთვის თავად დაუშვა, თუმცა, მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
"მამუკა ფიფიას წლებია ვიცნობ, მაგრამ დიდი ხანი ნანახი არ მყავდა, ბოლო წლებში ორჯერ იყო ჩამოსული და შეხვედრა ვერ მოვახერხე და მთხოვა შეხვედრა. დაემთხვა, რომ სესია იყო, კენჭისყრები გვქონდა და მაგ დროს იყო მოსული, თანაშემწეს ვთხოვე, საშვი დაეშვა, ავიდა ჩემს ოთახში ჩვეულებრივად. მე ფიზიკურად ვერ მოვახერხე ასვლა ერთი საათი. გავიგე, სურათი გადაუღია, ჩემს სკამზე დამჯდარა, შეიძლება უნდა პარლამენტის წევრი გახდეს ან უხარია სურათის გადაღება. არ ვიცი, განცვიფრებული ვარ, რას ემსახურება ეს.
მე შევხვდი დაბლა, ვთხოვე სესიაზე ავალ და დამიცადე-მეთქი, რაიმე თემაზე საუბარი ვერ მოვახერხეთ. რაღაცაზე უნდოდა შეხვედრა, ბიზნესზე. არ უთქვამს არაფერი, გაგრძელდა სესია და ვერ მოვახერხე საუბარი. ვიცი, რომ ბიზნესმენი ბიჭია, 15 წლის წინ ნავთობგადაზიდვებში იყო, როცა მქონდა შეხება“, - განაცხადა ჩიგოგიძემ.
კითხვაზე: დარბაზის ფოტო, რომელიც ფიფიამ გამოაქვეყნა, მისი გადაღებულია თუ არა, ჩიგოგიძე პასუხობს - "ახალი გადაღებული არ არის. დიდი ხნის წინ გადაღებულია და აღებული აქვს, რაში სჭირდებოდა, არ ვიცი“.
ვინ არის მამუკა ფიფია?ინტერნეტში მოძიებული მასალების თანახმად, ფიფია რამდენიმე ბიზნესორგანიზაციის დამფუძნებელია. რუსული მედიის თანახმად, ის საკმაოდ დაახლოებულია რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, განსაკუთრებით კი მეგობრობს სერგეი გავრილოვთან. როგორც ირკვევა, ის ვალერი კვარაცხელიასთან ერთად იმ დელეგაციის წევრი იყო, რომელიც რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში რუსული "აზიმუტის” პირველ რეისს ჩამოჰყვა. ეკიპაჟის წევრების ინფორმაციით, ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ "დელეგაციის” წევრები, "ვისმა დაძაბულმა დიპლომატიურმა შრომამ ნაყოფი გამოიღო”.
მამუკა ფიფია და შორენა ბეგაშვილის ჩანთა მამუკა ფიფიას შესახებ ქართულ მედიაში პირველად 2013 წელს დაიწერა. გააგრძელეთ კითხვა