"მმართველობით კოლაფსამდე ცოტაღა დარჩა. ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად საფუძველშერყეულია" - კვირის პალიტრა

"მმართველობით კოლაფსამდე ცოტაღა დარჩა. ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად საფუძველშერყეულია"

"ეროვნული ბანკის საბჭოს 3 წევრის გადადგომის შემდეგ ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად საფუძველშერყეულია, მმართველობით კოლაფსამდე ცოტაღა დარჩა",- ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ეროვნული ბანკის საბჭოს 3 წევრის გადადგომის შემდეგ ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად საფუძველშერყეულია, მმართველობით კოლაფსამდე ცოტაღა დარჩა

დღეს ეროვნული ბანკის საბჭოში 7 წევრია.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რიცხოვნობა 5-ზე ნაკლები თუ დარჩა, მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანო და მთლიანად მმართველობა პარალიზებული იქნება.

ეროვნულ ბანკს არ ჰყავს კონსტიტუციურად არჩეული/განწესებული პრეზიდენტი. გააგრძელეთ კითხვა