ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო - კვირის პალიტრა

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეების მასიურად დაკავება დაიწყო.

როგორც სომხური მედია წერს, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც აცნობა, რომ მათი ქმედებები არაკანონიერი იყო.

პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ აქციის დასაშლელად სპეციალური ღონისძიების გამოყენებას აპირებენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

IPN