აშშ-ს მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ გუშინ შვილს 12 უძრავი ქონება გადაუფორმა
საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონების ნაწილი, 12 უძრავი ნივთი შვილს, ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა.
ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე იძებნება და 20 სექტემბრით თარიღდება. ფარცხალაძის მიერ შვილისთვის ნაჩუქარ ქონებას შორისაა ნომრები სასტუმრო კომპლექსებში, მიწის ნაკვეთები, ბინები და კომერციული ფართები თბილისში. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თოთოეული უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გადაფორმებისთვის ოთარ ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა. (გააგრძელეთ კითხვა)