ნიდერლანდებში ქართველმა ქართველი მოკლა
ნიდერლანდებში ძებნა გამოცხადდა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ქართველის მამაკაცის მკვლელობაშია ბრალდებული. ამის შესახებ ლაპარაკია ნიდერლანდების ცენტრალური საოლქო პროკურატურის მთავარი პროკურორის განცხადებაში.
"პოლიცია ეძებს 28 წლის თორნიკე მანველიძეს, რომელიც უტრეხტში ადამიანის დანით სასიკვდილოდ დაჭრაშია ბრალდებული. ის საქართველოდან, კერძოდ, თბილისიდან არის.
დანაშაული19 სექტემბერს, სამშაბათს საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, უტრეხტში, სასტუმრო moxy utrecht - ში მოხდა. საქართველოს მოქალაქე 32 წლის მამაკაცი დაჭრის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. სად არის ამჟამად თორნიკე მანველიძე, უცნობია. ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ვინაობას და ფოტოს.
ეჭვმიტანილი არც ისე მაღალია, გამხდარია და აქვს ღია ფერის კანი, ყავისფერი თმა და თვალები, ატარებს წვერს. სამშაბათს საღამოს მას მუქი ან შავი ტანსაცმელი ეცვა. თუ იცით მისი ადგილსამყოფელი ან ფლობთ სხვა რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ საგამოძიებო ხაზზე 0800-6070. თუ შემთხვევით გადააწყდით თორნიკე მანველიძეს, ნუ მიუახლოვდებით მას, მაგრამ სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე.
ინფორმაციის გაზიარება ასევე შესაძლებელია ანონიმურად, ტელეფონზე: 0800-7000 და ასევე ონლაინ ამ ლინკზე მოცემული ფორმის საშუალებით. აქ ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ სურათებიც", - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში.