გერმანიის უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას ბუნდესტაგის შენობა ავლაბრის რეზიდენციაში აერია
გერმანიის უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) სააგიტაციო ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ბუნდესტაგის შენობის ნაცვლად შეცდომით საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი ავლაბრის რეზიდენცია არის ნაჩვენები. ინფორმაციას გაზეთი, Bild ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ვიდეორგოლის ავტორებს აშკარად სურდათ ისტორიული რაიხსტაგის შენობის დემონსტრირება, სადაც ამჟამად გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) სხდომები იმართება, თუმცა ის თბილისში მდებარე სასახლეში აერიათ. (გააგრძელეთ კითხვა)