"18 წლის წინ, ჩვენ ღმერთის წინაშე ვუთხარით ერთმანეთს - დიახ. ყოველთვის მეყვარები" - დიანა ღურწკაიას პოსტი, რომელიც გარდაცვლილ ქმარს ეძღვნება
ოთხი თვის წინ რუსეთში მცხოვრებ მომღერალს დიანა ღურწკაიას ქმარი გარდაეცვალა. რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე, 47 წლის პიოტრ კუჩერენკო მივლინებიდან ბრუნდებოდა, როდესაც თვითმფრინავში ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომღერალი რთულ მდგომარეობაში იყო და თაყვანისმცემლებთან კონტაქტი გაწყვიტა.
დიდი ხნის განმავლობაში ღურწკაიას პირადი ტრაგედიის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ახლობლები ამბობდნენ, რომ მეუღლის გარდაცვალებამ მძიმე დარტყმა მიაყენა. მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ იპოვა დიანამ ძალა, თაყვანისმცემლებთან დასაკავშირებლად.
ქორწინებიდან 18 წლის თავზე, "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო შავ-თეთრი, საარქივო ფოტოებით, რომელიც ასახავს წყვილის ოჯახური ცხოვრების სხვადასხვა მომენტებს.
"18 წლის წინ ჩვენ ერთმანეთს ღმერთის წინაშე ვუთხარით, დიახ. ეს სიტყვა აგრძელებს ჟღერადობას, უძლებს დროს, სივრცეს, დუმილს და ტკივილს. უკვე ოთხი თვეა, რაც აქ არ ხარ. ძნელია ამის მიღება, ძნელია ცხოვრება.
არასოდეს მივიღებ და დავიჯერებ, რომ სამზარეულოში დილის შეკრებები აღარ იქნება, არც მოულოდნელი თაიგული, სრულიად უმიზეზოდ.