რატომ ილაპარაკა წულუკიანმა პუდელზე პარლამენტში და რას წერს პატრონი ძაღლისა, რომელიც პუდელი არ აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

რატომ ილაპარაკა წულუკიანმა პუდელზე პარლამენტში და რას წერს პატრონი ძაღლისა, რომელიც პუდელი არ აღმოჩნდა

გუ­შინ, პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის საქ­მე მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც, მისი თქმით, მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლის დღეს, სამ­სა­ხურ­ში "დეი ოფი" აიღო, მი­ზე­ზად კი ძაღ­ლის ვე­ტე­რი­ნარ­თან წაყ­ვა­ნა და­ა­სა­ხე­ლა. წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, რე­ა­ლუ­რად მას თა­ვი­სუ­ფა­ლი დღის გა­მო­ყე­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მის­ვლი­სა და პრო­ტეს­ტის­თვის სჭირ­დე­ბო­და

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი:

"ბევ­რი მა­გა­ლი­თი მაქვს მო­ტა­ნი­ლი, ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი რო­მე­ლიც ბო­ი­კოტს გვი­ცხა­დებს ხელ­ფასს კი იღებს. ჰგო­ნი­ათ ხე­ლო­ვა­ნია, ამ დროს თა­ნაშ­რო­მე­ლია. ამ­ბობს, რომ 20-ში დღეს გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეთ, "დეი ოფი" მინ­დაო. მე მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში სუ­ლე­ლი არა­ვინ არ არის. "დეი ოფი" უნდა სა­კუ­თა­რე თავ­თან ბო­ი­კოტ­ში მყოფ თა­ნამ­შრო­მელს.

დეი ოფი გა­მო­სას­ვლე­ლი დღე, არ ით­ვლე­ბა შვე­ბი­ლე­ბა­ში და ეს შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მი­ე­ცეს თუ დედა ან მამა გარ­და­ეც­ვა­ლა, შვილ­მა ფეხი მო­ი­ტე­ხა, ან მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა სამ­სა­ხურ­ში რომ მო­დი­ო­და, მაგ­რამ წი­ნას­წარ დეი ოფის ინ­სტი­ტუ­ტი არ არ­სე­ბობს.

ხელ­მძღვა­ნელ­მა უთხრა, რომ და­ა­სა­ბუ­თეთ "დეი ოფის" სა­ჭი­რო­ე­ბა, იმი­ტომ ვი­ცით, რომ აქ უნდა მო­ვი­დეს დღეს და იყ­ვი­როს, ის ხომ ინ­სტრუ­მენ­ტია, არ არის თა­ნამ­შრო­მე­ლი. და­სა­ბუ­თე­ბა მო­ი­წე­რა, რომ პუ­დე­ლი გა­უხ­და ავად და მიჰ­ყავს ექიმ­თან. გააგრძელეთ კითხვა