ვინ არის ნანა ყეინიშვილი, რომელიც პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრად აირჩია? - კვირის პალიტრა

ვინ არის ნანა ყეინიშვილი, რომელიც პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრად აირჩია?

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს არ­სე­ბულ ორ ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე პარ­ლა­მენ­ტმა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით ნანა ყე­ი­ნიშ­ვი­ლი და თე­ი­მუ­რაზ ხო­მე­რი­კი აირ­ჩია. ნანა ყე­ი­ნიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას 84-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, ხოლო თე­ი­მუ­რაზ ხო­მე­რიკს უმ­რავ­ლე­სო­ბის 82-მა წევ­რმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პარ­ლა­მენ­ტის ორმა კო­მი­ტეტ­მა კან­დი­და­ტუ­რე­ბის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა და პარ­ლა­მენტს უარ­ყო­ფი­თი დას­კვნა წა­რუდ­გი­ნა. სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვას თა­ვად კან­დი­და­ტე­ბი არ ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ნანა ყე­ი­ნიშ­ვილ­მა 1986 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის ხილ-ბოსტნე­უ­ლის შე­ნახ­ვი­სა და პირ­ვე­ლა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. 2004-2005 წლებ­ში ამა­ვე ინ­სტი­ტუ­ტში ას­პი­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლობ­და. 2005 წელს მი­ი­ღო ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი, 2022 წელს კი გახ­და ფა­ზი­სის სა­ე­რო-სა­მეც­ნი­ე­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი.

ნანა ყე­ი­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა 2012 წელს იწყე­ბა, რო­დე­საც ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რი­გებს უერ­თდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, 2012 წელს ყე­ი­ნიშ­ვი­ლი ხდე­ბა მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­უ­ლი სიით. ამა­ვე წლებ­ში ის იყო პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე. 2016 წელს კი ყე­ი­ნიშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ტო­ვა, მი­ზე­ზად პარ­ტი­ა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის მომ­რავ­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლა. „ოც­ნე­ბის“ რი­გე­ბი­დან გას­ვლის შემ­დეგ ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა პარ­ტია „ჩვე­ნე­ბი“ და­ა­ფუძნა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად