ერევანში მომიტინგეებმა, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, მთავარი გამზირი გადაკეტეს - კვირის პალიტრა

ერევანში მომიტინგეებმა, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, მთავარი გამზირი გადაკეტეს

სომხეთში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავარი სატრანსპორტო კვანძი - მიასნიკიანის გამზირი გადაკეტეს, რომელიც დედაქალაქის ცენტრს მიმდებარე ტერიტორიებთან და საქართველოსკენ მიმავალ სახელმწიფოთაშორის გზასთან აკავშირებს, - ამის შესახებ სომეხი დეპუტატი, ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ წევრი არეგნაზ მანუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

„მიასნიკიანის გამზირი გადაკეტილია, საცობები შეიქმნა. არის სხვა გადაკეტილი ქუჩები", - აცხადებს მანუკიანი.

მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დღეს დილით მთავრობის სხდომის ჩაშლის მიზნით მინისტრთა კაბინეტის შენობასთან შეკრებას გეგმავენ.

"ინტერპრესნიუსი"