ოზურგეთში ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭესთან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა
ოზურგეთი-ბათუმის ტრასაზე მოძრავი ტაქსის მძღოლი საჭესთან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. სავარაუდოდ, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო. მანქანა თხრილში გადავარდა.
საბედნიეროდ გადარჩნენ ტაქსში მჯდომი ახალგაზრდა დედა და შვილები.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი, სოფელ ლიხაურის მკვიდრი, 68 წლის დავით ვასაძე გარდაცვლილი დახვდა.
"არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალიან მოწესრიგებული, კაცთმოყვარე, კარგი ოჯახის წინამძღოლი. დასანანია მისი ასე ტრაგიკული სიკვდილი", _ ამბობენ თანასოფლელები.