საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდება - მიზეზი რუსეთია - კვირის პალიტრა

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდება - მიზეზი რუსეთია

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იმატებს. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირი განმარტავს, ამის მიზეზი რუსული საწვავის დეფიციტია, რაც მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის გათვალისწინებით, ფასზეც აისახა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენით გაუძვირდა საქართველოს რუსული საწვავი ბოლო 3 თვის განმავლობაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში, ივლისთან შედარებით 1 ლიტრი საწვავის იმპორტი 0,07 დოლარით გაძვირდა, ივნისთან შედარებით კი 0,09 დოლარით.

-0:02 უფრო კონკრეტულად, 2023 წლის აგვისტოში საქართველომ 69 257 ტონა რუსულ საწვავში 51 700 940 აშშ დოლარი გადაიხადა, გამოდის, რომ ქვეყანას 1 ტონა პროდუქტი 746,5 აშშ დოლარი, შესაბამისად, 1 ლიტრი 0,75 დოლარი დაუჯდა.

2023 წლის ივლისში რუსეთიდან 91,118 ტონა (62 437 620 აშშ დოლარი) საწვავის იმპორტი განხორციელდა, შესაბამისად, ქვეყანამ 1 ტონა საწვავში 685,2 აშშ დოლარი, 1 ლიტრში კი 0,68 დოლარი გადაიხადა.

განაგრძე კითხვა