უცნაური პაუზა - რატომ არ მოაწერა ხელი ამ დრომდე პრეზიდენტმა ბრძანებულებას ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე?! - კვირის პალიტრა

უცნაური პაუზა - რატომ არ მოაწერა ხელი ამ დრომდე პრეზიდენტმა ბრძანებულებას ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე?!

ორი დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა სალომე ზურაბიშვილს ასევე ორი დღის წინ გაუგზავნა.

თუმცა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ამ დრომზე არ გაუვრცელებია განცხადება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.

უცნობია, თუ რატომ არ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებულებას ან როდის მოაწერს ხელს.