"გაგიგიათ მისი ხმა? აშკარაა, რომ ხმის ამოღების უფლებას არ აძლევენ" - ქანიე უესტი ცოლზე ძალადობს? - რას აბობს წყვილის შესახებ ცნობილი ამერიკელი მსახიობი - კვირის პალიტრა

"გაგიგიათ მისი ხმა? აშკარაა, რომ ხმის ამოღების უფლებას არ აძლევენ" - ქანიე უესტი ცოლზე ძალადობს? - რას აბობს წყვილის შესახებ ცნობილი ამერიკელი მსახიობი

ამე­რი­კე­ლი კო­მი­კო­სი და მსა­ხი­ო­ბი ქეით გრი­ფი­ნი რე­პერ ქა­ნიე უესტს მე­უღ­ლის, ბი­ან­კა ცენ­სო­რის კონ­ტროლ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გრი­ფი­ნის თქმით, "ბი­ან­კას სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბას" ქმა­რი არ აძ­ლევს. "ტი­კტოკ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში კო­მი­კო­სი ამ­ბობს, რომ "ქა­ნიე შეშ­ლი­ლია" და ეჭვს გა­მოთ­ქვამს, რომ ის ცოლ­ზე ძა­ლა­დობს, როცა საქ­მე ბი­ან­კას ჩაც­მუ­ლო­ბას ეხე­ბა.

celebrity-sightings-in-los-angeles-may-13-2023-1695387077.jpg

"ყვე­ლას გვი­ნა­ხავს ალ­ბათ ქა­ნი­ეს და მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლის, ბი­ან­კა ცენ­სო­რის ფო­ტო­ე­ბი, ვხე­დავ, რო­გორ აც­ვია მას გამჭვირ­ვა­ლე კოლ­ჰო­ტი და ტოპი და პირ­ვე­ლი რამ, რაც თავ­ში მომ­დის ისაა, რომ.. დიახ, ბი­ან­კას სა­ო­ცა­რი სხე­უ­ლი აქვს და ის ძა­ლი­ან ჰგავს ქა­ნი­ეს ყო­ფილ მე­უღ­ლეს, კიმ კარ­და­ში­ანს. თუმ­ცა მის­გან ერთი სი­ტყვაც არ გაგ­ვი­გია. ამი­ტომ, როცა ამ ქალს ვხე­დავ, რო­მელ­საც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხმა არ გა­აჩ­ნია... ყური მოვ­კა­რი, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხი აქვს. გა­გი­გი­ათ მისი ხმა? ის მშვე­ნი­ე­რია, თუმ­ცა აშ­კა­რაა, რომ ხმას არ აღე­ბი­ნე­ბენ", - ამ­ბობს გრი­ფი­ნი ვი­დე­ო­ში. (გააგრძელეთ კითხვა)