"მიყვარხარ, კეიტ" - გურამ გვასალიასა და სუპერმოდელის - კეიტ მოსის ერთობლივ ფოტოს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - კვირის პალიტრა

"მიყვარხარ, კეიტ" - გურამ გვასალიასა და სუპერმოდელის - კეიტ მოსის ერთობლივ ფოტოს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა გურამ გვასალიამ, რომელიც Vetements-ის ერთ-ერთი დამაარსებელია, ინსტაგრამის პირად გვერდზე ბრიტანელ სუპერმოდელთან - კეიტ მოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ისინი ერთმანეთს კოცნიან. ფოტოზე კი წარწერაა: „მიყვარხარ, კეიტ“.

ფოტო ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა როგორც კომენტარებიდან ჩანს, მათ შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდეთ.

382079217-876309013828635-149153660136279496-n-1695401378.jpg

გუ­რამ გვა­სა­ლია "ბა­ლენ­სი­ა­გას" კრე­ა­ტი­უ­ლი ტი­რექ­ტო­რის, დემ­ნა გვა­სა­ლი­ას უმ­ცრო­სი ძმაა. ძმებ­მა ტან­საც­მლის ბრენ­დი Vetements-ი 2014 წელს ერ­თად და­ა­არ­სეს. ერთი წლის შემ­დეგ დემ­ნა Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­და და Vetements-ი 2019 წელს და­ტო­ვა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გურამ გვასალია მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ისევ მო­ექ­ცა. ამის მი­ზე­ზი კი გუ­რა­მის ინ­ტერ­ვიუ გახ­და, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ "დემ­ნა­ზე უფრო წინ იყო".

"დემ­ნა ჩემ­ზე ექ­ვსი წლით უფ­რო­სია, როცა მე მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, ის მერ­ვე­ში იყო. ჩემ­ზე ადრე მი­ი­ღო ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკ­ში, ვფიქ­რობ, რომ მე მას­ზე ბევ­რად უფრო წინ ვარ“.