"ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში. თუ ის დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე" - პრეზიდენტის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია განხცადებას ავრცელებს.
"ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე", - აღნიშნულია განცხადებაში.