"საცოდაობა ტრიალებს გორში... ორი მცირეწლოვანი ანგელოზი დატოვა..." - რას წერს შოთო სიხარულიძე? - კვირის პალიტრა

"საცოდაობა ტრიალებს გორში... ორი მცირეწლოვანი ანგელოზი დატოვა..." - რას წერს შოთო სიხარულიძე?

გორში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

32 წლის მარგო პავლიაშვილი მძიმე სენს ემსხვერპლა.

„გლოვობს ჩემი გორი (ატენი), გარდაიცვალა 31 წლის მარგო პავლიაშვილი. რამხელა ტკივილია... ეს, ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგო... საცოდაობა ტრიალებს გორში. ძალიან დაგვწყვიტა გული მარგოს გარდაცვალებამ. ჩვენო უკეთილშობილესო, რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დაგვიტოვა - რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა გვყოლოდი, ჩვენო სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებულო? რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.

მეხის გავარდნას ჰგავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი. შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს. მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს, რომ გაუძლო,“ - წერს შოთო სიხარულიძე.

"ხალხო, დიდი მადლობა სიყვარულისთვის! მე ასეთი დავრჩები, თუ გამიძლებს დრო", - წერდა მარგო ზაფხულში, მის ერთ-ერთ ფოტოზე...

"ჩემო მარგო ყოველთვის, მხიარული, პოზიტიური და სიცოცხლით სავსე, მთელ აუდიტორიას პოზიტივით ავსებდი, ყოველთვის ვისაუბრებ შენზე, შენს პიროვნებაზე თუ რამდენად ზე ადამიანი ხარ თითოეული ჩვენგანისთვის, მიყვარხარ და მინდა ისევ ასეთი ხალისიანი დაგვიბრუნდე", - წერდა 2 დღის წინ გოგონას ახლობელი მის "ფეისბუქ" გვერდზე.