"ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან"

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ მხარი დაუჭირა და ხელი მოაწერა 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად.

„ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან", - განაცხადა პრემიერმა.

"ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში".

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად.

„ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები.

სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივსა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის.

„შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა წავშალოთ საზღვრები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.

აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „თბილისის აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმი" წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება 2024 წლის ბოლოსთვის პროექტის დასრულების შემდეგ", - განაცხადა პრემიერმა.

"საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში". პრემიერის თქმით, 32 მამაცმა ჯარისკაცმა გაიღო უდიდესი მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის იდეისთვის.

"ორ ათეულ წელზე მეტია მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ნატოს მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. 32 მამაცმა ჯარისკაცმა გაიღო უდიდესი მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის იდეისთვის. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად.

ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებში და პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას", - განაცხადა პრემიერმა.

IPN