8 ცნობილი ქართველის სკანდალური პირადი ცხოვრება - საჯარო დაშორებები, ხანმოკლე ქორწინება და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობა
ამ ადამიანებს საზოგადოება კარგად იცნობს, რადგან მათზე ყველაზე ხშირად იწერება ყვითელ მედიაში სტატიები. მათი პროფესიები განსხვავებულია პირადი ცხოვრება კი საჯარო. გადავხედოთ ბოლო წლების ყველაზე სკანდალურ ქართველებს, რომელთა პირადი ცხოვრებაზეც ყველაზე მეტი სტატიები დაიწერა ქართულ მედიაში...
თათია შარანგია, პიანისტი, ტელეწამყვანი
პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, ერთი წლის მანძილზე მედიაში ყველაზე განხილვად ფიგურად იქცა. შარანგიამ მესამედ ზაფხულში ჯარჯო თორაძეზე იქორწინა. ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ჯარჯის შორდებოდა. მართალია, საჯაროდ ამ თემაზე აღარ უსაუბრია, მაგრამ მეორე დღეს სტატუსი წაშალა და ბოლო ინფორმაციით, წყვილი შერიგდა.
თათიას პირველი მეუღე ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე, ლაშა შევარდნაძეზე იყო. მათი ოჯახური თანაცხოვრება სამ წელიწადს გაგრძელდა. ამ ქორწინებიდან თათიას ჰყავს ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შევარდნაძეები. თათია შარანგია მეორე მეუღლეს, სანდრო შელიას შარშან აგვისტოში ათწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, წყვილს საერთო ვაჟი ჰყავს.
მიხეილ სააკაშვილი, ექსპრეზიდენტი, პოლიტიკოსი
მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ ჯერ კიდევ მისი ხელისუფლებაში ყოფნისას იწერებოდა, თუმცა ექსპრეზიდენტის გვერდით საჯარო შეხვედრებზე ყოველთვის იდგა მისი მეუღლე სანდრა რულოვსი. ორი წლის წინ, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დააკავეს, ექსპრეზიდენტის ციხეში ჩაჯდომა მისი პირადი ცხოვრების შესახებ გამოქვეყნებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოში აცხადებდა, რომ ოჯახი შექმენს. რამდენიმე თვეში სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილზე, ალისაზე საუბრობდა. ასევე რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტისგან შვილი ლიზა იასკომაც გააჩინა.
ორი თვის წინ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ის და სოფო ნიჟარაძე შერიგდნენ. მოგვიანებით სტატუსი წაიშალა. ვინ არის ახლა ექსპრეზიდენტის გვერდით უცნობია, რადგან ლიზა იასკო წელიწადზე მეტია საქართველოში მეუღლის სანახავად აღარ ჩამოსულა. (გააგრძელეთ კითხვა)