"ქართველი შეიხივით ვცხოვრობ, ქალბატონების გარემოცვაში..." - როგორ მოხვდა ყოფილი დეპუტატი პოპულარულ სერიალში: ზვიად დოლიძე ჩინოვნიკის როლზე, ოჯახსა და კარიერაზე
"გარდა მსახიობობისა, თავი სხვადასხვა სფეროში გამომიცდია - რამდენიმე თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზეც მიმუშავია - რუსთავის თეატრის ხელმძღვანელიც ვიყავი, საინგილოს თეატრის დირექტორის მოადგილე... კიდევ იყო და არის არაერთი სფერო, მაგრამ რაც კი 46 წლის განმავლობაში გამიკეთებია, ამაში დიდი წვლილი ჩემს მშობლებს, ჩემს ოჯახის, პედაგოგებს მიუძღვით. მადლობა ყველას ამისთვის,“ - გვეუბნება რუსთავის თეატრის მსახიობი, ზვიად დოლიძე, რომელიც პოპულარული სერიალში "ჩცდ" პარლამენტარის როლს თამაშობს.
AMBEBI.GE-სთან ის თავის ცხოვრებაზე ბევრი საინტერესო ამბავს გვიყვება, თუმცა ჩვენ დიალოგი სერიალით და მის ახალ როლზე საუბრით დავიწყეთ.
ზვიად დოლიძე:
- ერთხელ, მეხუთე სეზონში ერთ სცენაში ექიმის როლი ვითამაშე. მეცხრამეტე სეზონზე კი უკვე სერიოზული შეთავაზება მივიღე. პარლამენტარის როლია, რომელიც სერიალში თავისი ოჯახით, საქმიანობით შემოვიდა. ამ პერსონაჟმა, ჩემდა გასაკვირად, რაღაც სხვა დატვირთვა შეიძინა, ვიდრე ველოდი... მეორე როლსაც ვთამაშობ, ის ექიმი ისევ გამოჩნდა, რომელიც ადრე ვითამაშე და ამ პარლამენტარის ტყუპისცალია.
არ მახსენდება ქართულ კინოში, ან სერიალში, ვინმეს ტყუპი ძმა განესახიერებინოს. ამიტომ ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, სასურველი შეთავაზებაა. რეიტინგულადაც, მგონი ერთ-ერთი ძლიერი სეზონია.
- როგორ შეხვდა მაყურებელი თქვენს პერსონაჟს - ქუჩაში, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებზე რას გეუბნებიან?
- ჩცდ-ს მაყურებელს ამ ინტერვიუს საშუალებით მინდა, მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობისთვის მსუყე და სრულყოფილი სამუშაო, ადამიანი, ვისაც ვთამაშობ, უარყოფითი პერსონაჟია. მოლოდინი იყო, არასწორი აღქმა ჰქონოდათ და მაყურებელს ჩემs მიმართ ზიზღი გასჩენოდა, რადგანაც ამავე სერიალში ასეთი ფაქტი არაერთ მსახიობს ჰქონია. რატომღაც მძაფრად განიცდიან ხოლმე ამა თუ იმ გმირის ქმედებას. ამდენად, მადლობა იმ მაყურებელს, ვინც ჩემს პერსონაჟში არა მხოლოდ ცუდი პიროვნება დაინახა, ისიც გაითვალისწინა, რომ ამ ყველაფერს მსახიობი თამაშობს. პრივილეგიებით არ ვსარგებლობ, მაგრამ ქუჩაშიც პატივისცემას ვგრძნობ და ყველგან, სადაც მიწევს ყოფნა. პატრულიც კი კომპლიმენტებით მანებივრებს. (გააგრძელეთ კითხვა)