"ზოგჯერ კაჭისთან ერთად შეხვედრებზე დავდივარ და შესაბამისი პროტოკოლით უნდა გამოვიყურებოდე... სამსახურებშიც კლასიკურად მიწევს ჩაცმა" - ქეთი ხატიაშვილი სტილსა და წარმატების "საიდუმლოზე" - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ კაჭისთან ერთად შეხვედრებზე დავდივარ და შესაბამისი პროტოკოლით უნდა გამოვიყურებოდე... სამსახურებშიც კლასიკურად მიწევს ჩაცმა" - ქეთი ხატიაშვილი სტილსა და წარმატების "საიდუმლოზე"

ტე­ლე­სა­ხე, პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო. 4 წლი­სამ და­ი­წყო ტან­ვარ­ჯიშ­ზე სი­ა­რუ­ლი და იმ­დე­ნად შე­უყ­ვარ­და ქა­ლა­ქის ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რე­ში სი­ხა­რუ­ლით მი­დი­ო­და. ინ­ტენ­სი­ურ­მა ვარ­ჯი­შებ­მა, ბუ­ნებ­რივ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა წარ­მა­ტე­ბა მალე მო­უ­ტა­ნა. 4 წლი­სა უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი იყო.

აქ­ტი­უ­რი სპორ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე სხვაგ­ვა­რად გა­აგ­რძე­ლა. და­ა­არ­სა ტან­ვარ­ჯი­შის აკა­დე­მია, სა­დაც უამ­რა­ვი პა­ტა­რა გო­გო­ნა ვარ­ჯი­შობს. ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, მომ­ხიბ­ლა­ვი გა­რეგ­ნო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ტე­ლე­წამ­ყვანს ბევ­რის­გან გა­მო­არ­ჩევს.

ქეთი ხა­ტი­აშ­ვილს ჟურ­ნა­ლი "სარ­კე" ესა­უბ­რა:

- ქეთი, თქვენ ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლო­ბის­თვის იბ­რძვით, პრო­ექტს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­ი­მარ­ჯვეთ და ბინა და­იმ­სა­ხუ­რეთ, პირ­ვე­ლო­ბა ყვე­ლას სურს, მაგ­რამ შრო­მა ნაკ­ლე­ბად...

- 13-14 წლის ვი­ყა­ვი როცა მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბის შე­სარ­ჩე­ვი ტური გა­ვი­ა­რე, გა­ვე­დი და დამ­ნიშ­ნეს ხელ­ფა­სი 150 ლარი. შემ­დეგ ეს ხელ­ფა­სი ნელ-ნელა გა­ი­ზარ­და. ასე, რომ ბავ­შვო­ბი­დან მივ­ხვდი, რომ შე­იძ­ლე­ბა შენი შრო­მით, ვარ­ჯი­შით მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას, და­გი­ფას­დეს, მი­ი­ღო ანა­ზღა­უ­რე­ბა და გა­ი­გო, რა შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოს მიზ­ნის­კენ სვლამ.

თავი არ და­მი­ზო­გავს, რომ გა­მარ­ჯვე­ბა მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. სა­ერ­თოდ შრო­მა არა­სო­დეს მე­ზა­რე­ბო­და. ყო­ველ­თვის ვმუ­შა­ობ­დი. როცა სპორ­ტს თავი და­ვა­ნე­ბე, რა საქ­მეც გა­მო­მიჩ­ნდე­ბო­და არა­ფერს ვთა­კი­ლობ­დი. პრო­მო გო­გო­ნა­დაც მი­მუ­შა­ვია, ფლა­ე­რებ­საც ვა­რი­გებ­დი, დღე­ში 15 ლარს მიხ­დიდ­ნენ, მერე ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რა­დაც ვი­მუ­შა­ვე, შემ­დეგ პრო­ექ­ტში გა­ვი­მარ­ჯვე, ვი­ყა­ვი იმე­დის დი­ლის გა­და­ცე­მა­ში და ახლა ჩემი სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მა მაქვს.

screenshot-2023-09-23-132413-1695461222.png

- არც ისე მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და აკა­დე­მი­ის გახ­სნა, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბის გავ­ლა, ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცის მო­წყო­ბა და ა.შ...

- დიად, ბევ­რი წი­ნა­ღო­ბა იყო, თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ შრო­მას. ვიცი რომ არ უნდა გავ­ჩერ­დე და ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნა­ღო­ბის გა­და­ლახ­ვა შე­მიძ­ლია, მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა. გა­მო­სა­ვალს ყო­ველ­თვის ვპო­უ­ლობ­დი. რა ფი­ნან­სე­ბიც მქონ­და იმით და­ვი­წყე, პა­ტა­რა დარ­ბა­ზით და სამი ხა­ლი­ჩით. ნელ-ნელა გავ­ფარ­თოვ­დით. დღეს რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლი მაქვს და გა­მარ­თუ­ლად ვმუ­შა­ობ.

- ვი­სა­უბ­როთ თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის "სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ზე", რო­გო­რია თქვე­ნი ჩაც­მის სტი­ლი, სად იძენთ სა­მოსს?

- პირ­ველ რიგ­ში კომ­ფორ­ტუ­ლად უნდა მეც­ვას. თუ კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ ვგრძნობ თავს, ვერც ვმუ­შა­ობ და დას­ვე­ნე­ბა­საც ვერ ვირ­გებ. სამ­სა­ხუ­რე­ბი ისე­თი მაქვს მინ­და, არ მინ­და, კლა­სი­კუ­რად ჩაც­მა მი­წევს. ზოგ­ჯერ კა­ჭის­თან (და­ვით კა­ჭა­რა­ვა) ერ­თად შეხ­ვედ­რებ­ზე დავ­დი­ვარ და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლით უნდა გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი, თუმ­ცა ქარ­თვე­ლის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შექ­მნი­ლიც შე­მი­ძე­ნია და ვინ­ტა­ჟურ, ე.წ. მე­ო­რად მა­ღა­ზი­ებ­შიც დავ­დი­ვარ. მთა­ვა­რია კარ­გი ხა­რის­ხის იყოს, მო­მე­წო­ნოს და მო­ვირ­გო. შო­პინ­გი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- ვიცი რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ სა­უბ­რობთ, მაგ­რამ მა­ინც გკი­თხავთ, ამ ეტაპ­ზე ბედ­ნი­ე­რი ხართ?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და ეს ჩემს გან­წყო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნით ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით გავ­ხსე­ნი და სას­წავ­ლო წე­ლიც.

წყა­რო