"უმაგრესი ხარ ნინო!! ასეა, სიმკაცრეში და დისციპლინაში იდება დიდი შედეგები" - რას წერს თამარ ივერი ნინო სუხიშვილის ვიდეოზე? - კვირის პალიტრა

"უმაგრესი ხარ ნინო!! ასეა, სიმკაცრეში და დისციპლინაში იდება დიდი შედეგები" - რას წერს თამარ ივერი ნინო სუხიშვილის ვიდეოზე?

"ან ცეკ­ვავ ისე, რო­გორც მო­ვი­თხოვ, ან სა­ერ­თოდ არ ცეკ­ვავ, მი­დი­ხარ ჩემ­გან…“ - ამ სი­ტყვებს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ეუბ­ნე­ბა. ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­სამ­ბლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს... აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს უყ­ვი­რის და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს...

ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალს, თა­მარ ივერს, რო­მე­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის გა­მამ­ხსნე­ვე­ბელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"უმაგ­რე­სი ხარ ნინო!! ასეა, სიმ­კაც­რე­ში და დის­ციპ­ლი­ნა­ში იდე­ბა დიდი შე­დე­გე­ბი! მახ­სოვს, მეც "ქარ­თუ­ლი დის­ციპ­ლი­ნით" ჩა­ვე­დი თა­ვი­დან ევ­რო­პის თე­ატ­რებ­ში...

რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვაგ­ვი­ა­ნებ­დი, რა ტემპშიც მინ­დო­და ისე ვმღე­რო­დი, რო­გორც მე მინ­დო­და სცე­ნა­ზე. ისე ვიც­ვამ­დი, დი­რი­ჟო­რის მო­თხოვ­ნებს ერთი ყუ­რი­დან მე­ო­რე­ში ვუშ­ვებ­დი და ...მათი უკომ­პრო­მი­სო სიმ­კაც­რით (მახ­სოვს დარ­ბა­ზის კა­რე­ბიც ჩა­მი­კე­ტეს მხო­ლოდ 5 წუთი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რომ და­ვაგ­ვი­ა­ნე) და 2-3 თვე­ში უკვე, მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე ვი­დე­ქი!!! რა­ტომ იყ­ვნენ სპარ­ტა­ნე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მაგ­რე­ბი და ამ­ტა­ნე­ბი?...

სწო­რედ მათი სას­წა­უ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნის გამო! ასე რომ, შე­ე­გუ­ეთ და ნუ მოთ­ქვამთ დიქ­ტა­ტუ­რა­ზე... დიდი საქ­მე­ე­ბი სწო­რედ ასე­თი მიდ­გო­მით მი­იღ­წე­ვა. რომ ხართ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დიდი სპორ­ტსმე­ნე­ბის და ხე­ლო­ვა­ნე­ბის მიღ­წე­ვე­ბის ყუ­რე­ბით... იქ ისიც იცო­დეთ, რომ ყო­ველ მათ­განს ოდეს­ღაც მისი "ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი" ჰყავ­და ზე­დამ­ხედ­ვე­ლად!" - წერს ივე­რი.