"ქართველები არასწორ ამერიკაზე ვოცნებობთ, ფილმებში ნანახ ამერიკაზე... აქ იმხელა სტრესია ყოველდღიურად" - რას ამბობს ამერიკაში მომუშავე ტრაილერის მძღოლი ქართველი ცოლ-ქმარი - კვირის პალიტრა

"ქართველები არასწორ ამერიკაზე ვოცნებობთ, ფილმებში ნანახ ამერიკაზე... აქ იმხელა სტრესია ყოველდღიურად" - რას ამბობს ამერიკაში მომუშავე ტრაილერის მძღოლი ქართველი ცოლ-ქმარი

"საქართველოდან ქართველები არასწორ ამერიკაზე ვოცნებობთ, ფილმებში ნანახ ამერიკაზე... ფილმებში ჩანს ის, რისი გადატანაც არ გიწევს, მაგრამ აქ რეალურად დიდი სტრესია ყოველდღიურად. ჯერ მარტო ოჯახი, ქვეყანა, მიდიხარ ტოვებ ყველაფერს რასაც 30-40 წელი უყურებდი. ძალიან რთული და დეპრესიული პერიოდია პირველი ერთი წელი. შემდეგ უკვე აქაური ცხოვრებით ცხოვრებას იწყებ. სულ გადარბენაზე ხარ, ავად გახდომის უფლებაც არ გაქვს.

აქ მარტო სპორტსმენობა რთულია, თან უნდა მუშაობდე და თან ვარჯიშობდე" - ამბობს ამერიკაში მომუშავე ტრაილერის მძღოლი ქართველი ცოლ-ქმარი.

იხილეთ ვიდეო

ვიდეო: "გამზირი"