"მაგნიტუდას დავხედე. კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო" - რას წერს თეა გოდოლაძე? - კვირის პალიტრა

"მაგნიტუდას დავხედე. კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო" - რას წერს თეა გოდოლაძე?

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე საქართველოში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"საღათას ძილით მეძინა. მონიტორინგის ცენტრის სწრაფი რეაგირების და ღამის მორიგეების სატელეფონო მესიჯების ისტერიკულმა სერიამ გამაღვიძა.

მაგნიტუდას დავხედე. არაფერი ისეთი, კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო.

ეს საყველპურო მიწისძვრაა".

"ჩემო საყვარელო ქართველებო.

მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს.

ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ. ცუდი შეგრძნებაა, ვიცი. რაც უფრო დიდია მიწისძვრა, ეს ხმა უფრო მძაფრია და ხანგრძლივი ეპიცენტრში."

იხილეთ, ასევე: საქართველოში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა - სად იყო ეპიცენტრი