"ეს ერთი ბეწო, 85 წლის უშიშარი ლია ახეჯაკოვა იბრძვის თავის "Родина-Уродина"-ში... ვერ შეაჩერებენ" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ამჟამად თბილისში მყოფ ლია ახეჯაკოვას შესახებ - კვირის პალიტრა

"ეს ერთი ბეწო, 85 წლის უშიშარი ლია ახეჯაკოვა იბრძვის თავის "Родина-Уродина"-ში... ვერ შეაჩერებენ" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ამჟამად თბილისში მყოფ ლია ახეჯაკოვას შესახებ

მსა­ხი­ო­ბი ლია ახე­ჯა­კო­ვა თბი­ლის­შია. მან თბი­ლი­სის გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში გა­მარ­თა სპექ­ტაკ­ლი.

ახე­ჯა­კო­ვას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ნა­თია კუ­პა­ტა­ძეს და­ვე­სეს­ხე­ბი ტექსტს მისი წუ­ხან­დე­ლი სტა­ტუ­სი­დან:და­ახ­ლო­ე­ბით 90 წუთი ენა და ტანი არ გა­უ­ჩე­რე­ბია, ერთ-ერთ სცე­ნა­ში ფან­ჯრის რა­ფა­ზე ავი­და და გა­დახ­ტა. "პაკ­ლონ­ზე" მთე­ლი 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ბი­ჯი არ გად­მო­უდ­გამს წინ, ასე გა­უ­ნა­წი­ლა ძა­ლი­ან დიდი ოვა­ცი­ე­ბი თა­ვის კო­ლე­გებს.თე­ატრ "современник"-იდან გაგ­დე­ბუ­ლი, ეს ერთი ბეწო 85 წლის უში­შა­რი ლია ახე­ჯა­კო­ვა ცხოვ­რობს და იბ­რძვის თა­ვის "Родина-Уродина"-ში (მისი სი­ტყვე­ბია) და არც აპი­რებს გა­ჩე­რე­ბას. ვერ შე­ა­ჩე­რე­ბენ", - აღ­ნიშ­ნავს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ლია ახე­ჯა­კო­ვა რუ­სუ­ლი თე­ატ­რის, "სოვ­რე­მენ­ნი­კის" სცე­ნი­დან გა­უშ­ვეს. მსა­ხი­ო­ბი რუსი "ჰე­ი­თე­რე­ბის" მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტად იქცა. პუ­ტი­ნის­ტე­ბი დიდ არ­ტისტს ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბი­თაც და­ე­მუქრნენ. ახე­ჯა­კო­ვა ამ­ბობს, რომ ამ აღ­ვი­რახ­სნი­ლი თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში და­ე­ხუ­რა, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ წას­ვლას არ­სად აპი­რებს.

ის ამ თე­მა­ზე დას­მუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ ჯგუფ DDT-ს სიმ­ღე­რას ცი­ტი­რებს. "Это моя "родина-уродина..." - "ეს ჩემი მა­ხინ­ჯი სამ­შობ­ლოა... ჩვენ ის მა­ინც მოგ­ვწონს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ლა­მა­ზით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. უკვე 84 წლის ვარ, არ­სად წა­ვალ, დაე, ისი­ნი წა­ვიდ­ნენ... მე აქ ვარ იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ტა­ნო, უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია აქ ვცხოვ­რობ", - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი.

ლია ახე­ჯა­კო­ვა დიდი ხა­ნია აპ­რო­ტეს­ტებს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის პო­ლი­ტი­კას, ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­უ­რი­გე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ. არ მა­ლავს, რომ გმობს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

ambebi.ge