"რა ისტერიკებია? მისი უფლებები არ ირღვევა? შემოქმედ ხალხს “ოჯახებში” ნუ უვარდებით" - რას წერს თაკო ჩარკვიანი ნინო სუხიშვილის ცნობილი ვიდეოს შესახებ - კვირის პალიტრა

"რა ისტერიკებია? მისი უფლებები არ ირღვევა? შემოქმედ ხალხს “ოჯახებში” ნუ უვარდებით" - რას წერს თაკო ჩარკვიანი ნინო სუხიშვილის ცნობილი ვიდეოს შესახებ

"ან ცეკ­ვავ ისე, რო­გორც მო­ვი­თხოვ, ან სა­ერ­თოდ არ ცეკ­ვავ, მი­დი­ხარ ჩემ­გან…“, - ამ სი­ტყვებს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ეუბ­ნე­ბა. ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­სამ­ბლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს. აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს უყ­ვი­რის და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს. თუმ­ცა ყვე­ლა ასე არ ფიქ­რობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი მიდ­გო­მა მი­სა­ღე­ბია, რად­გან ასე მი­იღ­წე­ვა დის­ციპ­ლი­ნა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ან­სამ­ბლს ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი ჰქონ­დეს.

თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი თაკო ჩარ­კვი­ა­ნიც ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს:

"უკაც­რა­ვად და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის ვი­დე­ო­ზე ( სა­დაც კონ­ცერ­ტის შემ­დეგ შე­ნიშ­ვნას აძ­ლევს ანამ­ბლის ზო­გი­ერთ წევ­რს) რა ცრუ და თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი “ის­ტე­რი­კე­ბია” ატე­ხი­ლი?

დიახ, ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" თუ ცეკ­ვავ მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მო­თხოვ­ნაა ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან. ცხა­დია, არის სხვა “მოყ­ვა­რულ­თა წრე­ე­ბი”, იქ სხვა მო­თხოვ­ნაა ცხა­დია. ეს ან­სამ­ბლი "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" სა­ხეა (მრა­ვა­ლი წე­ლია) ქვეყ­ნის. "სა­შუ­ა­ლო არ მინ­დაო"-არა­მედ უმაღ­ლეს ხა­რისხს ითხოვს ხელ­მძღვა­ნე­ლი და რა ხდე­ბა და რა არის გა­სა­ო­ცა­რი ამა­ში?!

დიახ, უმაღ­ლეს სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში თუ აკა­დე­მი­ა­ში, ცხა­დია წო­ნის, ტექ­ნი­კის ხა­რის­ხის, ნი­ჭის სხვაგ­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბია.

მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ცხა­დია ასე არ არის!

ეს "გა­და­მე­ტე­ბუ­ლი", ცოტა არას­წო­რად გად­მო­ღე­ბუ­ლი და აღ­ქმუ­ლი ვი­თომ "სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბის" დაც­ვა, თან ისე, რომ იქვე თა­ვად სას­ტი­კად "ილან­ძღე­ბი­ან ზო­გი­ერ­თე­ბი” აუ­ტა­ნე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლია უკვე.

აბა ასე შევ­ხე­დოთ: ქო­რე­ოგ­რა­ფის-ხელ­მძღვა­ნე­ლის (წლე­ბის მან­ძილ­ზე, რომ დიდი შრო­მის ფა­სად მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმუ­ლი ან­სამ­ბლი მოჰ­ყავს შრო­მით წვა­ლე­ბით და რუ­დუ­ნე­ბით )უფ­ლე­ბე­ბი არ ირ­ღვე­ვა?! მა­შინ, როცა უხა­რის­ხო შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს სწო­რედ წო­ნის და დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღვე­ვის გამო?!

“ყარს და­ნი­ის სა­მე­ფო”, ”აა­ქო­თა" ამ ბინ­ძურ­მა პო­ლი­ტი­კამ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო!

ყვე­ლა­ნა­ირ სა­ნუკ­ვარს ნუ გა­თხვრით და შე­მოქ­მედ ხალ­ხს “ოჯა­ხებ­ში” ნუ უვარ­დე­ბით, ან­სამ­ბლი “ოჯა­ხია”, კუ­ლი­სი, რე­პე­ტი­ცია შე­მოქ­მე­დის “სამ­ზა­რე­უ­ლოა” ავან­გარ­დში მყოფ ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვილს" გა­უ­მარ­ჯოს, ხელ­მძღვა­ნე­ლი­ან მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი­ა­ნად!" - წერს თაკო ჩარ­კვი­ა­ნი.

IPN