მეგობრობა მადონასთან, ავრილ ლავინთან, ჯორჯინასთან, პიკანტური ფოტო ქეით მოსთან - გურამ გვასალიას ვარსკვლავური ცხოვრების დეტალები, სკანდალები და დაპირისპირება ძმასთან
"მიყვარხარ ქეით", - ამ სიტყვებით მიმართა დიზაინერმა გურამ გვასალიამ ცნობილ ტოპ-მოდელ ქეით მოსს და სოციალურ ქსელში ტუჩებში კოცნის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
პოსტზე გვასალიას ბრენდის, Vetements-ის "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის ანგარიშმა, კომენტარებში დაწერა "Wow". ქეითს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
გვასალიას მიერ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეითი მოდის ფოტოგრაფ გრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკს დაშორდა, რომელზეც რვა წლის განმავლობაში იყო შეყვარებული.ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
მედიაში წერენ, რომ რეალურად ეს ყველაფერი ჭორებია. ამ დრომდე მოსსა და ბისმარკს არ გაუკეთებიათ კომენტარი მათ ურთიერთობაზე და გაურკვეველია გვასალიას პოსტი ახალი რომანის დასწყისს ნიშნავს, თუ უბრალოდ დიზაინერს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდა.
49 წლის მოდელი ორჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული. პირველად მსახიობ ჯონი დეპზე, მათ დღემდე საკულტო წყვილად მიიჩნევენ. მოსს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ლილა გრეის მოსი, რომელიც 2002 წლის 29 სექტემბერს, ლონდონში დაიბადა. გოგონას მამა მედიაკომპანია "Dazed Media"-ს დირექტორი ჯეფერსონ ჰაკია. ლილას მშობლები არასდროს დაქორწინებულან, მათ ურთიერთობა 2005 წელს შეწყვიტეს.
უფრო მეტი გურამ გვასალიაზე...
ქართველი დიზაინერები, ძმები დემნა და გურამ გვასალიები მსოფლიოს მასშტაბით არიან პოპულარულები. განსაკუთრებით კი დემნა, რომელიც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია.
წლების წინ, დემნამ და გურამმა ერთად დააარსეს მოდის სახლი VETEMENTS.
ბიჭები სოხუმში დაიბადნენ, მერე მცირე ხანს, ომის შემდეგ, თბილისში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდნენ.
"გერმანიაში მე-13 გიმნაზია დავამთავრე და ევროპულ ბიზნესსკოლაში ეკონომიკური სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. განათლება საერთაშორისო მართვის სფეროში გავაგრძელე კიოლნის ბიზნესსკოლაში და ამერიკულ ბიზნეს სკოლაში, პარიზში. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებთან "ვმეგობრობ", შინაგანად მქონდა განცდა, რომ საბანკო საქმიანობა მალე მომბეზრდებოდა.
უფრო კრეატიული სფერო მინდოდა. ამიტომ გადავბარგდი ლონდონში და მოდის კოლეჯში ჩავაბარე, ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში. შემდეგ დავბრუნდი პარიზში და კონსულტაციებს ვუტარებ დღესაც დიდ და მცირე ბრენდებს განვითარებასა და წინსვლაში", - იხსენებდა მოგვიანებით გურამი. (გააგრძელეთ კითხვა)