“დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს... ნინო სუხიშვილი კი სამიზნეა“ - რას წერს სალომე სამადაშვილი “სუხიშვილების“ გახმაურებული ვიდეოს შესახებ
"დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, ცხადია, მსოფლიომაც სასურველია ესეთი გვნახოს.
მოცეკვავეს რომ გარკვეული ფიზიკური მონაცემები სჭირდება-რა არის ამაში უცნაური? ხარისხის სტანდარტია ‘სუხიშვილები’ ქართულ ცეკვაში.
უხარისხობა სამარკო ნიშანი გახადა ამ მთავრობამ. ხარისხიანი რაც გვაქვს, მოდით ბარემ ერთბაშად გავანადგუროთ, 'იმ პიროვნება' - ტალიბანივით. ნინო სუხიშვილი კი სამიზნეა, რადგან ნამდვილი პატრიოტია, პროფესიონალი და ქართულ საქმეს აკეთებს." - წერს სალომე სამადაშვილი.
"ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან…“, - ამ სიტყვებს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს ეუბნება. ვიდეოს სოციალურ ქსელში ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა მისაღებია, რადგან ასე მიიღწევა დისციპლინა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ანსამბლს ყოველთვის საუკეთესო შედეგი ჰქონდეს.