"კიდევ ერთი მშვენიერი მოვლენა ხდება" - უკრაინელებმა კურსკში "ეფ-ეს-ბეს" შენობას დაარტყეს
რუსეთის ქალაქ კურსკში დღეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობას პირდაპირი დარტყმა მიაყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ქალაქ კურსკში დღეს, ქალაქის დღესთან ერთად, კიდევ ერთი მშვენიერი მოვლენა ხდება, კერძოდ, „ბავოვნა“ ე.წ. ფედერალური სამსახურის შენობაში. ეს ფაქტია. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს", - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
მთავარ სადაზვერვო სამმართველოში ასევე განმარტავენ, რომ ეს იყო პირდაპირი დარტყმა.
"ინტერპრესნიუსი"