ფაშინიანის დამხობა "ჯვაროსნებს" სურდათ - სომხეთში სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს
სომხეთის უშიშროების სამსახურის აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დამხობა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„წინასწარი გამოძიებისას დადგინა, რომ სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია „ჯვაროსნების“ წევრები, თვლიდნენ რა იდეოლოგიურ მტრებად სომხეთის მთავრობის წევრებსა და მის ხელმძღვანელს, შეთანხმდნენ, რომ მათ ხელთ არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით, ძალისმიერი მეთოდებით, ჩაეგდოთ ხელში ხელისუფლება“, - აცხადებს სომხეთის უშიშროება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ჯვაროსნებმა“ სხვადასხვა მოწყობილობები შეიძინეს, თუმცა სომხეთის უშიშროების ოპერატიული მოქმედებით, დანაშაული თავიდან იქნა აცილებული. დაკავებულია 8 ადამიანი.
ჩხრეკა ჩატარდა „ჯვაროსნების“ ოფისში, საიდანაც ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანჟილეტები.