რომელია 4 ყველაზე ძვირად ღირებული სახელმწიფო პროექტი მსოფლიოში - კვირის პალიტრა

რომელია 4 ყველაზე ძვირად ღირებული სახელმწიფო პროექტი მსოფლიოში

როდესაც საქმე ეხება სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას, თავდაცვას და სხვა პრიორიტეტებს, ცნობილია, რომ მთავრობები ამ მხრივ ფანტაზიას და დანახარჯებს არ იშურებენ.

ზოგიერთი მეგაპროექტისთვის გაწეული დანახარჯები შეიძლება მართლაც დამაფიქრებელი იყოს.

წარმოგიდგენთ 4 ყველაზე ძვირად ღირებულ პროექტს მსოფლიოში, რომელსაც მეგა ქვეყნები ახორციელებენ:

jpeg-1695558602

ჩინეთი - აბრეშუმის გზის ინიციატივა (BRI): შეფასებულია 8 ტრილიონ დოლარამდე

ჩინეთის მთავრობის Belt and Road ინიციატივა (BRI)- 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა, უკვე ათწლეულია ვითარდება და 155 ქვეყანას მოიცავს.

გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ტრილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე პროექტი შეიძლება 8 ტრილიონი დოლარი დაჯდეს.

22222-1695387785-1-1695558661.jpg

აშშ – Lockheed Martin F-35 Lightning II გამანადგურებელი: 1.7 ტრილიონი დოლარი

დაივიწყეთ ჰუვერის კაშხალი, მანჰეტენის პროექტი და აპოლოს პროგრამა: აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სამთავრობო პროექტი რეალურად არის გამანადგურებელი თვითმფრინავის, Lockheed Martin F-35 Lightning II-ის შემუშავება.

სისტემა ათწლეულით ჩამორჩება გრაფიკს და 80%-ით აღემატება ბიუჯეტს, რაც მის ღირებულებას თითქმის წარმოუდგენელ 1,7 ტრილიონ დოლარამდე ზრდის. (გააგრძელეთ კითხვა)