შემზარავი ამბავი ხულოში - 25 წლის მამაკაცი ბეტონის დანადგარში მოყვა და დაიღუპა - კვირის პალიტრა

შემზარავი ამბავი ხულოში - 25 წლის მამაკაცი ბეტონის დანადგარში მოყვა და დაიღუპა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში 25 წლის მამაკაცი ბეტონის გადამამუშავებელ საამქროში დაიღუპა.

არსებული ცნობებით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ დანადგარში დანადგარში მოყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ საამქროში დასაქმებული იყო.

მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"