"და მან თქვა დიახ" - თათია შარანგიას ყოფილი ქმარი ქორწინდება: ვინ არის სანდრო შელიას რჩეული
ბიზნესმენი სანდრო შელია მესამედ ქორწინდება. მისი რჩეული "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნინა ხუბუტიაა.
"და მან თქვა, დიახ“ - წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში და საყვარელ ქალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შელიას სტატუსიდან კი ირკვევა, რომ ნინა ცოლობაზე დათანხმდა.
სანდრო შელიასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებაში პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიასთან საერთო ვაჟი. წყვილი ერთად ათი წელი ცხოვრობდა და შარშან აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. (წყარო)