უკრაინელებმა ხელი არ ჩამოართვეს საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს - რა მოხდა ბუდაპეშტში? - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა ხელი არ ჩამოართვეს საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს - რა მოხდა ბუდაპეშტში?

22 სექტემბერს, ბუდაპეშტში გამართულ ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ პირველი ადგილი დაიკავა.

screenshot-2023-09-24-223203-1695580408.png

მედიაში დაჯილდოების ცერემონიალიდან უხერხული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ , მეორე ადგილზე გასულმა უკრაინელმა სპორტსმენებმა ვიოლეტა სეროვამ და ივან ხობტამ მეტელკინა - ბერულავას მილოცვა არ მიიღეს, სიეროვამ და ხობტამ უარი თქვეს ხელის ჩამორთმევაზე.

როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა საქართველოს სახელით ასპარეზობენ, ომის დაწყების შემდეგ ისინი ისევ რუსეთში (პერმში) ვარჯიშობენ. ორივე სპორტსმენი რუსეთშია დაბადებული. ანასტასია მეტელკინა კი რუსეთის სახელითაც გამოდიოდა.