არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიოში პირველი წყალქვეშა მცურავი მეჩეთი გაიხსნება
დუბაიმ მსოფლიოში პირველი „წყალქვეშა მცურავი მეჩეთის“ მშენებლობა დააანონსა, რომლის ღირებულებაც 55 მლნ დირჰემს, ანუ, დაახლოებით, 15 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Khaleej Times ავრცელებს.
გამოცემამ შენობის საპროექტო ესკიზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მეჩეთის ერთი ნახევარი, დასასვენებელი ზონებითა და კაფეთი, წყლის ზედაპირზე განთავსდება, ხოლო მეორე ნახევარი წყალქვეშ იქნება.
დაპროექტებულ სამსართულიან ნაგებობას ამჟამად ანალოგი არ გააჩნია. ის დიდი წყალქვეშა გემბანით არის დაგეგმილი, რომელსაც სალოცავ ადგილად გამოიყენებენ. გემბანი ერთდროულად 50-75 მლოცველს დაიტევს. წყალქვეშა დონეზე, ასევე, საპირფარეშოებიც მოეწყობა. (გააგრძელეთ კითხვა)