აბრამოვიჩი სანქციებისგან მილიარდ დოლარამდე ღირებულების ნახატების კოლექციას მალავს - კვირის პალიტრა

აბრამოვიჩი სანქციებისგან მილიარდ დოლარამდე ღირებულების ნახატების კოლექციას მალავს

რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა სანქციებისგან ცნობილი მხატვრების შედევრების კოლექცია გადამალა, რომლის ღირებულება, თითქმის, 1 მლრდ დოლარია. ინფორმაციას Important Stories-ისა და The Guardian-ის ჟურნალისტების საგამოძებო ჯგუფი კვიპროსის ბიზნესრეგისტრატორ MeritServus-იდან გაჟონილ ფაილებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მილიარდერი და მისი ყოფილი მეუღლე, დარია ჟუკოვა 369 ნამუშევრისგან შემდგარ კოლექციას ფლობდნენ, რომლის საერთო ღირებულებაც ჯერ კიდევ 2018 წლისთვის 962 მლნ დოლარს შეადგნედა.

კოლექცია ფრენსის ბეკონის, პაბლო პიკასოს, ლუსიან ფროიდის, ალბერტო ჯაკომეტის, კლოდ მონეს, რენე მაგრიტისა და სხვა მხატვრების ათეულობით შედევრს შეიცავს. კოლექციის მრავალი ნახატის ბედი მრავალი წლის განმავლობაში გაურკვეველი იყო. მაგალითად, კაზიმირ მალევიჩის „სუპრემატისტური კომპოზიციის“ (1919–1920) შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ აუქციონზე 2000 წელს ანონიმურ მყიდველზე 17 მლნ დოლარად გაიყიდა, ხოლო გამოჟონილი მასალების მიხედვით, სურათი 2013 წელს უკვე აბრამოვიჩს ეკუთვნოდა.

კოლექცია ოფშორულ კომპანია Seline-Invest-ს ეკუთვნის, რომელიც კუნძულ ჯერსიზე მდებარეობს. მას, თავის მხრივ, აბრამოვიჩის მიერ დაარსებული კვიპროსული ტრასტი, Ermis Trust Settlement აკონტროლებს. (გააგრძელეთ კითხვა)