სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირულ ტურნეს იწყებს - აქვს თუ არა მას მთავრობის თანხმობა?
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.