"ჩვენ არ ვართ იდიოტები და მშვენივრად გვესმის, რომ..." - ვის მიმართავს გია ხუხაშვილი?
"აი ეს კიდევ რა “არგუმენტი” მოიფიქრეს - თურმე ქართული პასპორტით ფარცხალაძე ევროპაში წავა", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენ არ ვართ იდიოტები და მშვენივრად გვესმის, რომ:
1. ფარცხალაძისთვის ახლა ევროპაში გადაადგილება “სიკვდილის” ტოლფასია.
2. თუ სუს-მა ის ქართული პასპორტით საზღვარზე გაატარა, ეს უკვე სუს-ის უმძიმესი დანაშაული იქნება მიმდინარე გამოძიებიდან გამომდინარე. თუ რამის მოთხოვნა გინდათ, მოთხოვეთ სუს-ს ფარცხალაძისთვის საზღვრის კვეთის შეზღუდვა გამოძიების დასრულებამდე და ამ უაზრო “არგუმენტებით” ნუ გვკვებავთ…", - წერს ხუხაშვილი.