ანტარქტიდა დედამიწის მაცივრიდან შესაძლოა გათბობის რადიატორად იქცეს - ყინულის საფარი იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო: რა ამბობენ მეცნიერები? - კვირის პალიტრა

ანტარქტიდა დედამიწის მაცივრიდან შესაძლოა გათბობის რადიატორად იქცეს - ყინულის საფარი იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო: რა ამბობენ მეცნიერები?

თა­ნამ­გზავ­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ან­ტარ­ქტი­დის მიმ­დე­ბა­რე ზღვის ყი­ნუ­ლი, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ეს შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია რე­გი­ო­ნის­თვის, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის მი­მართ შე­და­რე­ბით მდგრა­დი ჩან­და.

"ყვე­ლა იმ ნე­გა­ტი­ურ პროგ­ნოზ­თან შე­და­რე­ბით, რაც წლე­ბის წინ კეთ­დე­ბო­და, დღეს გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა ვი­თა­რე­ბაა. ეს ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია“, - ამ­ბობს ვალ­ტერ მა­ი­ე­რი, რო­მე­ლიც ზღვის ყი­ნულს "თოვ­ლი­სა და ყი­ნუ­ლის ეროვ­ნუ­ლი მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრის“ მეშ­ვე­ო­ბით აკონ­ტრო­ლებს.

პო­ლა­რუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ არას­ტა­ბი­ლურ ან­ტარ­ქტი­კას შე­იძ­ლე­ბა "შორ­სმი­მა­ვა­ლი“ მძი­მე შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეს.

ყი­ნუ­ლი, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­კის ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე ცუ­რავს, ახლა 17 მი­ლი­ონ კვ.კმ-ზე ნაკ­ლე­ბია - ეს წინა ზამ­თრის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ბევ­რად და­ბა­ლია. 1994 წლი­დან 2017 წლამ­დე დე­და­მი­წამ უკვე 28 ტრი­ლი­ო­ნი ტონა ყი­ნუ­ლი და­კარ­გა - და­კარ­გუ­ლი ყი­ნუ­ლის ფარ­თო­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ბრი­ტა­ნე­თის კუნ­ძუ­ლებს.

დოქ­ტო­რი ქე­რო­ლა­ინ ჰოლმსი კვლე­ვა­ში გან­მარ­ტავს, რომ ზღვის ყი­ნუ­ლის შემ­ცი­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხულ­ში უფრო აშ­კა­რა გახ­დე­ბა.

ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის უზარ­მა­ზა­რი ფარ­თო­ბი არე­გუ­ლი­რებს პლა­ნე­ტის ტემ­პე­რა­ტუ­რას, რად­გან თეთ­რი ზე­და­პი­რი ასა­ხავს მზის ენერ­გი­ას ატ­მოს­ფე­რო­ში და ასე­ვე აცი­ებს წყალს მის ქვეშ და მის მახ­ლობ­ლად.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ყი­ნუ­ლის სა­ფა­რით პლა­ნე­ტის გა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, ან­ტარ­ქტი­და დე­და­მი­წის მა­ცივ­რი­დან შე­საძ­ლოა გათ­ბო­ბის რა­დი­ა­ტო­რად იქ­ცეს.

ზღვის ყი­ნუ­ლის დნო­ბის შე­დე­გად, მზის სხი­ვე­ბი ოკე­ა­ნეს ხვდე­ბა, რო­მე­ლიც შთან­თქავს შუქს მისი არეკვლის ნაც­ვლად, შე­დე­გად, წყალს სით­ბო ემა­ტე­ბა და ყი­ნუ­ლი დნო­ბას იწყებს. მეც­ნი­ე­რე­ბი ამას ყი­ნულ-ალ­ბე­დოს ეფექტს უწო­დე­ბენ.

"ყი­ნუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას გარ­კვე­ულ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს ის, რომ ისი­ნი აი­რეკ­ლა­ვენ მზი­დან მო­მა­ვალ რა­დი­ა­ცი­ას და ამით ხელს უწყო­ბენ და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას რო­გორც ჩარ­დი­ლო­ეთ, ისე სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე. ყი­ნუ­ლის დნო­ბას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბა მზის ენერ­გი­ის რა­ო­დე­ნო­ბა... გააგრძელეთ კითხვა