"ბიძინა ივანიშვილმა 2016 წელს დაადასტურა, რომ მისი ვაჟი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლია იყო. ბერას მეგობარი სწორედ ფარცხალაძის სიძეა" - რა არის ცნობილი ანდრია ანზორ (აკო) ფარცხალაძეზე?
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გარშემო სკანდალი გრძელდება. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისთვის სანქციების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა. ამის შემდეგ პროცესები სწრაფად განვითარდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჯერ განაცხადა, რომ სანქციებს იზიარებდა და ფარცხალაძეს შეზღუდვას უწესებდა, მეორე დღეს კი გაიზიარა რა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრება, რომ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღება არაკონსტიტუციური იყო, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ეს 19 სექტემბერს მოხდა.
შესაბამის ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს. ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ბინები, ნაკვეთები, სასტუმროს ნომრები და ეკლესიაც კი, რომლებსაც აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოში ფლობდა, მისი ვაჟის საკუთრებაში გადავიდა - ანდრია ანზორ ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მდიდარიც და პოპულარულიც.
ქონების გადაფორმების პროცედურები მართლაც ერთ დღეში - 20 სექტემბერს ჩატარდა. ამავე დღის ბოლოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებები რეესტრის ეროვნულ ბიუროში 12:00 საათის შემდეგ (12:16-12:18 დროის მონაკვეთში) დარეგისტრირდა. ერთმანეთის მიყოლებით 12 განცხადებაა შესული, ერთი და იმავე მოთხოვნით. იცვლება მხოლოდ ნაჩუქარი უძრავი ქონების ნაირგვარობა და მისამართები.
ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე იძებნება და 20 სექტემბრით თარიღდება.
პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თოთოეული უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გადაფორმებისთვის ოთარ ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.
უფრო კონკრეტულად კი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს შემდეგი უძრავი ქონება გადასცა:
სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი; გააგრძელეთ კითხვა