სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო საწვავს - კვირის პალიტრა

სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო საწვავს

ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასი იზრდება, რასაც ნავთობიმპორტიორები რუსეთში მიმდინარე პროცესებით ხსნიან. ამას ადასტურებს ისიც, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით, რუსეთიდან საწვავის ექსპორტი, ცალკეული შემთხვევების გარდა, დროებით აიკრძალა, ამის მიზეზად კი შიდა ბაზარზე ფასის სტაბილიზაცია დასახელდა.

შექმნილი ვითარება როგორ აისახება საქართველოში საწვავის ფასზე და რომელი ქვეყნები ჩაანაცვლებენ რუსეთს, ნავთობიომპორტიორები ნეგატიურ გავლენებს არ უარყოფენ, მით უფრო, რომ რუსეთი იაფი საწვავის ერთადერთი წყარო იყო. თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ ქვეყანას დეფიციტი არ შეექმნება, რადგან საერთაშორისო ბაზრებიდან ალტერნატივა სულ იქნება. თურქმენეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ამ ეტაპზე საწვავის იმპორტი განიხილება. როგორც როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, ამას ემატება, ბელარუსიც, რომელსაც საქართველოსთვის გარკვეული წინადადებები უკვე აქვს. (გააგრძელეთ კითხვა)