ვანო ჩხარტიშვილის ძმისშვილისა და კახა ოქრიაშვილის დისშვილის გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში (ფოტოები) - კვირის პალიტრა

ვანო ჩხარტიშვილის ძმისშვილისა და კახა ოქრიაშვილის დისშვილის გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში (ფოტოები)

გა­სულ კვი­რას, მცხე­თა­ში "მა­რა­ნი ჰოლ­ში“ კი­დევ ერთი მდიდ­რუ­ლი და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. მი­ლი­ო­ნერ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ძმის­შვილ­მა, ჯაბა ჩხარ­ტიშ­ვილ­მა, დე­პუ­ტატ კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლის დის­შვილ­ზე, ნატო ყაფ­ლა­ნიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

წყვილ­მა ჯვა­რი სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. პა­ტარ­ძლის ერთ-ერთი მეჯ­ვა­რე პო­ლი­ტი­კოს გი­ორ­გი ვა­შა­ძის ცოლი, ქეთი სი­ჭი­ნა­ვა იყო. ქეთი ასე­ვე სი­ძის ბი­ძაშ­ვი­ლია.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქორ­წილს ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ეს­წრნენ, მათ შო­რის ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და პა­ტარ­ძლის ბიძა, ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ბიზ­ნე­მე­ნი კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი. ქორ­წილს ეს­წრე­ბო­და ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, ძმას­თან ერ­თად.

ჯაბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ბი­ძას­თან ერ­თად მუ­შა­ობს და ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ნატო ყალ­ფა­ნიშ­ვილს, გა­ნათ­ლე­ბა ევ­რო­პა­ში მი­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები