ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი? - კვირის პალიტრა

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი?

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.6682 შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"