სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის Azimuth Airlines-ის ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს - კვირის პალიტრა

სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის Azimuth Airlines-ის ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის Azimuth Airlines-ის ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტო გან­მარ­ტავს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის გა­ცე­მუ­ლი კომ­პა­ნი­ა­ზე ფრე­ნე­ბის ნე­ბარ­თვე­ბი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ოპე­რი­რე­ბა­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ ნე­ბარ­თვე­ბი გა­ი­ცა, რად­გან ავი­ა­კომ­პა­ნია Azimuth Airlines-ი არ იმ­ყო­ფე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის შავ სი­ა­ში.

სა­ა­გე­ტო აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ფრე­ნე­ბი სრულ­დე­ბა და მო­მა­ვალ­შიც შეს­რულ­დე­ბა მხო­ლოდ იმ ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც არ იმ­ყო­ფე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის შავ სი­ა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ავი­ა­კომ­პა­ნია Azimuth Airlines-მა მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში და­ი­წყო. ამ დრო­ი­დან, ავი­ა­კომ­პა­ნია ას­რუ­ლებს ფრე­ნებს მოს­კო­ვი - თბი­ლი­სი - მოს­კო­ვის სა­ჰა­ე­რო ხაზ­ზე.

ავი­ა­კომ­პა­ნი­ის მიერ, სსიპ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ახა­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, Azimuth Airlines-ი 14 ოქ­ტომ­ბრი­დან 28 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, გეგ­მავს მრა­ვალ­ჯე­რა­დი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბას მინ­ვო­დი - თბი­ლი­სი - მინ­ვო­დის სა­ჰა­ე­რო ხაზ­ზე კვი­რა­ში ერთი სიხ­ში­რით, 11 ოქ­ტომ­ბრი­დან 28 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, სოჭი - თბი­ლი­სი - სო­ჭის სა­ჰა­ე­რო ხაზ­ზე კვი­რა­ში ორი სიხ­ში­რით და 9 ოქ­ტომ­ბრი­დან 26 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, მოს­კო­ვი - ბა­თუ­მი - მოს­კო­ვის სა­ჰა­ე­რო ხაზ­ზე კვი­რა­ში ორი სიხ­ში­რით. ხსე­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ოპე­რი­რე­ბა­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ ნე­ბარ­თვე­ბი გა­ი­ცა, რად­გან ავი­ა­კომ­პა­ნია Azimuth Airlines-ი არ იმ­ყო­ფე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის შავ სი­ა­ში. ავი­ა­კომ­პა­ნია Azimuth Airlines-ი ზამ­თრის სა­ნა­ვი­გა­ციო სე­ზო­ნი­დან (29 ოქ­ტომ­ბრი­დან) გა­აგ­რძე­ლებს ოპე­რი­რე­ბას მოს­კო­ვი - თბი­ლი­სი - მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ასე­ვე, ზამ­თრის სა­ნა­ვი­გა­ციო სე­ზო­ნი­დან ავი­ა­კომ­პა­ნია Red Wings-ი ჟუ­კოვ­სკი - თბი­ლი­სი - ჟუ­კოვ­სკის სა­ჰა­ე­რო ხაზ­ზე იფ­რენს კვი­რა­ში ხუთი სიხ­ში­რით. ავი­ა­კომ­პა­ნია გა­აგ­რძე­ლებს ასე­ვე ოპე­რი­რე­ბას მოს­კო­ვი - ქუ­თა­ი­სი - მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვი­რა­ში 6 სიხ­ში­რით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია, ისე­ვე რო­გორც Azimuth Airlines-ი არ იმ­ყო­ფე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის შავ სი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის ფრე­ნე­ბი სრულ­დე­ბა და მო­მა­ვალ­შიც შეს­რულ­დე­ბა მხო­ლოდ იმ ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც არ იმ­ყო­ფე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის შავ სი­ა­ში. ფრე­ნე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ასე­ვე, იმ სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბით, რო­მელ­თაც სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბის მწარ­მო­ებ­ლებ­მა შე­უ­წყვი­ტეს ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, რაც გუ­ლის­ხმობს რო­გორც ტექ­ნი­კურ და საფ­რე­ნოს­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე წვდო­მის შე­ზღუდ­ვას, ისე მა­რა­გი ნა­წი­ლე­ბის მო­წო­დე­ბას. სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო თი­თო­ე­ულ წარ­მოდ­გე­ნილ გა­ნა­ცხად­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­მა­ვალ­შიც იმოქ­მე­დებს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.