მთიან ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 290 კი დაშავდა - კვირის პალიტრა

მთიან ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 290 კი დაშავდა

მთიან ყარაბაღში საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 290 დაშავდა და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ათობით დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"