რატომ ადარებს გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს სტივენ სპილბერგს?!
ჯაშუში ფარცხალაძის დაცვაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი - ბიძინა ივანიშვილი, თავის რეჟისურით, რომლითაც ათამაშებს მარიონეტებს თავის გარშემო, ალბათ, სტივენ სპილბერგს შეიძლება შევადაროთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე გამოეხმაურა ასევე ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენებიც ჯაშუშების დაცვას ემსახურება.
„ეროვნულ ბანკს თავს დაესხა ჯაშუში ფარცხალაძის მცველები „ქართული ოცნების“ სახით და აიძულეს მიეღოთ გადაწყვეტილება და გამოეცათ ბრძანება, რომლის მიზანია დაიცვან ჯაშუშები ფარცხალაძით დაწყებული, სხვებით გაგრძელებული. ჯაშუში ფარცხალაძის დაცვაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ უწყვეტს მას მოქალაქეობას. ბიძინა ივანიშვილი თავის რეჟისურით, რომლითაც ათამაშებს ამ მარიონეტებს თავის გარშემო, ალბათ, სტივენ სპილბერგს შეიძლება შევადაროთ. ეს ყველაფერი არის თამაში, სცენარი. ისე კარგად ჩანს ეს ყველაფერი: რეჟისორი ივანიშვილი ისე კარგად ალაგებს - პრეზიდენტმა ეს უნდა თქვას, კობახიძემ ის უნდა უპასუხოს... მერე შათირიშვილის გრძელი წერილით ანაწილებს გლობალურ სამყაროს”, - განაცხადა ვაშაძემ.
"ინტერპრესნიუსი"