როდის გაიაფდება საწვავი საქართველოში და არის თუ არა მოსალოდნელი ბენზინის დეფიციტი - ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ანალიზი - კვირის პალიტრა

როდის გაიაფდება საწვავი საქართველოში და არის თუ არა მოსალოდნელი ბენზინის დეფიციტი - ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ანალიზი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არცერთ კომპანიას საქართველოში არ აწყობს ძალიან მაღალი ფასები საწვავაზე - რაც უფრო მისაღებია ფასი, მეტია გაყიდვები.“

ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ დიზელისა და ბენზინის ექსპორტის შეზღუდვისა, ქვეყანაში მოსალოდნელი არაა საწვავის დეფიციტი.

„ვეძებთ ალტერნატიულ გზებს ევროპაში, იმ ქვეყნებში, საიდანაც ყოველთვის შემოგვქონდა და პრობლემა არ გვქონდა, მაგალითად, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი. ბიზნესი სადაც იაფად ნახავს, იქ იყიდის. ევროპული წყაროები არსად წასულან, არც ჩვენ გაგვფუჭებია მათთან ურთიერთობა, უბრალოდ, ვსარგებლობდით იაფი საშუალებებით.

[...] ეს ყველაფერი ძალიან მალე დარეგულირდება და საქართველოში საწვავის დეფიციტი არ შეიქმენება. ამის საშუალებას გვაძლევს გეოგრაფიული მდებარეობა, გვაქვს ზღვა, პორტები, მარაგებიც აქვთ კომპანიებს, რაც ხელს შეუწყობს რეგულირებას.“ - თქვა ვახტანგ იობაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"