"უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვი, სავარაუდოდ დედ-მამას აშველებდა და იმ დროს დაზიანდა" - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი? - კვირის პალიტრა

"უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვი, სავარაუდოდ დედ-მამას აშველებდა და იმ დროს დაზიანდა" - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

26 სექ­ტემ­ბერს, გამ­თე­ნი­ას, ქა­ლაქ ბოლ­ნის­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაც­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნით ჯერ მე­უღ­ლე მოკ­ლა, შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი შე­ეს­წრნენ. რო­გორც ჩანს, ერთ-ერთი ბავ­შვი ცდი­ლობ­და მო­ჩხუ­ბა­რი მა­მის გა­ჩე­რე­ბას, რა დრო­საც მან და­ზი­ა­ნე­ბა ფე­ხის არე­ში მი­ი­ღო, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს, რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს, ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

უფრო მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს ქა­ლაქ ბოლ­ნი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, ბა­ტონ დი­მიტ­რი მო­დე­ბა­ძეს:

"დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და, გამ­თე­ნი­ას, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე მოხ­და ეს სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა. მოკ­ლუ­ლია 40 წლამ­დე ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნი, და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი მისი მე­უღ­ლე. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, მან თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ამ­ჟა­მად რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი.

იქ შე­სუ­ლებს უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა. ახალ­გაზ­რდა ქალი ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი. სის­ხლის გუ­ბე­ში იწვა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ამო­ღე­ბა მოხ­და. ამ პრო­ცესს რო­გორც მოწ­მე ვეს­წრე­ბო­დი, ამო­ი­ღეს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - დანა. კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თეთ და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა გე­ტყვით საქ­მის დე­ტა­ლებს. რო­გორც ვიცი, მათ 4 წე­ლია ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ ბინა ბოლ­ნის­ში. ეროვ­ნე­ბით სომ­ხე­ბი არი­ან, ახალ­ცი­ხი­დან. არ ვიც­ნობ­დი არც გო­გოს და არც მის მე­უღ­ლეს. ორი შვი­ლი ჰყავთ. ბოლ­ნი­სის სკო­ლა­ში და­დი­ან. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბის­გან ვიცი, მოკ­ლუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მუ­შა­ობ­და კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან არ­სე­ბულ ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, წე­სი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, ბავ­შვე­ბის თვალ­წინ. ბავ­შვს ფეხ­ზე აქვს მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა, შვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აშ­ვე­ლებ­და..." (გააგრძელეთ კითხვა)