პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"